Home Members of Gender Equality Council of Keda Municipality სიახლეები (EN)

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა (EN)

ქედაში, ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 16 დღიანი ,,არა ძალადობას" კამპანიის ფარგლებში, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

შეხვედრა ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახმა“ და გენდერული საბჭოს წევრებმა გამართეს. მოეწყო თემასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლების ჩვენება და განხილვა, ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების მანკიერ მხარეებზე და განათლების აუცილებლობაზე.

ტრენინგს განათლების სამინისტროს ექსპერტი, ფსიქოლოგი - მაია ბლადაძე უძღვებოდა.

დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს ურიგდებათ ფლაერები, მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები ისჯებიან კანონით.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად თემასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები გადაეცათ, რომლის უკუკავშირი იანვრის თვეში გაიმართება.

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი ,,არა ძალადობას" კამპანიის ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 5 დეკემბერს გაიმართება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

News archive

2025
February
SunMonTueWedThuFriSat
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ონლაინ გამოკითხვა