2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე საჯარო ადმისტრაციული წარმოება დაიწყო (EN)
ქედის საკრებოლოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, ქედის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვის ვადები განსაზღვრეს. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 14 ესწრებოდა.
მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქედის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას განახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - ამირან წულუკიძე). (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).
დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2024 წლის 21 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 2024 წლის 22 ნოემბრისა.
საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე სხდომებს გამართავენ 2024 წლის შემდეგი გრაფიკით:
- სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - 2024 წლის 22 ნოემბერი; 11:00 საათი;
- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია - 2024 წლის 22 ნოემბერი; 12:00 საათი;
- ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - 2024 წლის 22 ნოემბერი; 14:00 საათი;
- სოციალურ საკითხთა კომისია - 2024 წლის 22 ნოემბერი; 15:00 საათი.
ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია 25 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაატარებს გაფართოებულ სხდომას.
განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2024 წლის 24 დეკემბერს დღის 12:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).
„ქედის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 27 დეკემბერი.
News archive
Sun | Mon | Tue | Wed | Thu | Fri | Sat |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |