დღეს, ქედის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად სახალხო დღესასწაული ,,ფრიდონობა“ აღინიშნა.

17 მაისი, სახელოვანი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის და პოეტის ვაჟის, კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა.

ღონისძიების ფარგლებში ფრიდონ ხალვაშის ბიუსტთან, რომელიც მწერალთა სახლთან გასულ წელს გაიხსნა და ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოში, საფლავთან პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას.

ოფიციალურად გაიხსნა ზაზა ხალვაშის კინო სივრცე, სადაც ნიკა ვერძაძის “ზაზას დღიურები” და ამირან ქავთარაძის “მეც უნდა ვიყო შენი პოეტი” ფილმების ჩვენება გაიმართა. ფილმის გადაღება აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პროექტის ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

შემოქმედთა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულებად 4 ახალგაზრდა გამოვლინდა. ფრიდონ ხალვაშის სტიპენდია აჭარის მთავრობის ინიციატივით დაწესდა. ლიტერატურული კონკურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და აჭარის მწერალთა სახლის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულებს 7 თვის განმავლობაში გადაეცემათ სტიპენდია 500 ლარის ოდენობით.

ცნობილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახელობის სახლ-მუზეუმს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მწერალთა კავშირის წევრებთან ერთად ესწრებოდა.