საკრებულომ ავტომანქანების პარკირების ადგილების, მარეგულირებელი ნორმების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 29 მარტს მორიგ №01-06/05 სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკითხზე ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალეაბა 2019 წლის 18 აპრილის ჩათვლით წარმოადგინოს საუკთარი მოსაზრებები და შენიშვნები საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში. განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომის მოწვევის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 19 აპრილი, ხოლო ნორმატიულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად კი 2019 წლის 26 აპრილი.
საკრებულომ მეორე და მესამე საკითხად განიხილა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიში და ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშები, რომელიც აბსოლიტური უმრავლესობით ცნობად იქნა მიღებული.
სხდომაზე უმრავლესობით ქედის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტზე პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით გადაცემული იქნა სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ გარეტყეში მდებარე სარწყავი არხების დარჩენილი ნაწილები, რომლის აღდგენას და მოვლა/შენახვით სამუშაოებს უზრუნველყოფს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
News archive
Sun | Mon | Tue | Wed | Thu | Fri | Sat |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |