Home News archive

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილე (EN)

2019 წლის 07 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე №01-06/16 სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

პირველ საკითხად განხილულ იქნა „ „ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

ასევე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ქედის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე, დადგენილების მიღების თარიღია 2019 წლის 20 ნოემბერი. აღნიშნული პროგრამა მუნიციპალიტეტისათვის ნოვაციურია, რადგან წარმოადგენს საბიუჯეტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას, რომლის ამოცანაა მოქალაქეებმა საკუთარი პასუხისმგებლობით, მათი შესაძლებლობების გაძლიერებითა და ჩართულობით უზრუნველყონ მუნიციპალური ბიუჯეტის ნაწილის განკარგვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულებას იღებენ, ბიუჯეტში გაითვალისწინონ და განახორციელონ ამ დადგენილებით და შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით მოქალაქეების მიერ წარდგენილი და შერჩეული პროექტი(ები).

საკრებულომ მესამე საკითხად დაამტკიცა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებები.

დღის წესრიგის შესაბამისად, ბოლო საკითხად განიხილეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტი. აღნიშნული ცვლილებებით საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში დამატებით შესატანილი იქნა სოფელ ზესოფელში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (150 კვ. მეტრი ს/კ 21.06.32.177) და ავტომანქანა უაზი-31519 (სახ.ნომერი WWS-979).

ასევე საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოსაღებული იქნა ერთი ერთეული ქონება რომელიც გაყიდულია საჯარო აუქციონის გზით. კერძოდ: სოფელ ძენწმანში მდებარე 7439,00 კვ. მეტრი არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს/კ 21.03.31.183).

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

News archive

2025
February
SunMonTueWedThuFriSat
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ონლაინ გამოკითხვა