დავით დუმბაძემ დღეს მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფელში: ზუნდაგაში, ქვედა ბზუბზუში, უჩხითში, მილისში, ნამლისევსა და ქოსოფელში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად დაგეგმა: თემის ცენტრში წყლის სისტემის გაკეთება, მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა, სანიაღვრე არხები, სველი წერტილები, სასმელი წყლის რემონტი, სოფელ ზუნდაგის ცენტრში ღობეების შეკეთება, სოფელ დოლოგანში სკოლის მიმდებარედ სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრში ბეტონის საფარის დაგება და ა.შ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოსახლეობას ასევე 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნო: გასულ წელს ასფალტობეტონის საფარი დაიგო სოფელ ზუნდაგაში, გაიხსნა 5 სოფლისთვის პირველად საბავშვო ბაღი სოფელ ნამლისევში, გატარდა 14 მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიება, კეთილმოეწყო დაბა აწჰესი და სხვა მნივნელოვანი ღონისძიებები. მახუნცეთლებმა გამგებლის ანგარიში დადებითად შეაფასეს. გამგებელმა სოფელ ნამლისევში, ნოდარ ნინიძის საკარმიდამოში განვითარებულ მეწყერულ პროცესებს ადგილზე გაეცნო და პრევენციის მიზნით, ოჯახს სანიღვრე არხისა და საყრდენი კედლის მშენებლობას დაპირდა.