News
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/06 მორიგი სხდომა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 30 აპრილს, მორიგ №01-06/06 სხდომაზე, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019 წელში განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019 წელში განხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც სოფლის საერთო კრებების შესაბამისად იქნა შერჩეული. თანხა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტეტბში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 14 მარტის №39 განკარგულებით გამოიყო და 740 000 ლარი შეადგინა.

საკრებულომ სხდომაზე განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო "ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლითაც №12 განკარგულებაში დადგენილების პროექტზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომის მოწვევის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 24 მაისი, ხოლო ნორმატიულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად - 2019 წლის 31 მაისი.

სხდომაზე მესამე საკითხად განიხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ 2019 წლის პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის ანგარიში, რომელიც აბსოლიტური უმრავლესობით ცნობად იქნა მიღებული.

 

Facebook Twitter
«« ივლისი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.