ქედის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოში და შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მას ჩრდილო-აღმოსავლეთით ქობულეთის

მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი და სამხრეთით თურქეთის რესპუბლიკა ესაზღვრება.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა - 21 244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ყანლი (2 987 მეტრი).

ქედა გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით. რაიონში წარმოებული ღვინოები „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოწყობილია ღვინის მარნები (მ. შერვაშიძე - სოფ. პირველი მაისი, ლადო შავიშვილი - სოფ. ვაიო, ნური სირაბიძე - სოფ. გეგელიძეები).

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით - სპილენძისა და ოქროს საბადოებით (მერისი, ვაიო). სამკურნალო და მინერალური წყლებიდან აღიარებულია „კოკოტაურისა“ და „გუნდაურის“ წყლები. „კოკოტაურს“ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი.

ისტორიული მემკვიდრეობიდან გამოირჩევა მატერიალური კულტურის ძეგლები: სათვალთვალო კოშკები - კავიანი, გულები, ძენწმანი, საღორეთი, ცივასულა. ქვის თაღოვანი ხიდები - მახუნცეთი, პირველი მაისი, წონიარისი, დანდალო. ციხეები - ზენდიდი, ცივასულა.

ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ეთნოგრაფიული და ისტორიული კულტურის მასალები.
Facebook Twitter
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა
საქართველო
რეგიონი
აჭარა
სტატუსი
მუნიციპალიტეტი
ფართობი
452 კვ. კმ.
მოსახლეობა
21 244
კოორდინატები
41.597556 - 41.945169
დროის სარტყელი
(UTC+4:00) თბილისი
სატელ. კოდი
+995 425
საფოსტო ინდექსი
6100
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.