ახალი ამბები
ქედაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სემინარები გაიმართა
ქედაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი ტრენინგ-სემინარები გაიმართა, რომელსაც მოწვეული ტრენერები სუზანა დობორჯგინიძე და ნინო კობალაძე უძღვებოდნენ.


სამეწარმეო საქმიანობის თავისებურებების გაცნობა მსმენელებისთვის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და მეწარმეობის როლი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებაში, შშმ პირთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება - ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს.


ტრენინგ-კურსების მიზანი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ინფორმირება იყო. პროექტების ციკლი აჭარის ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზაცია სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი ,,ცოდნა " ახორციელებს.


ქედაში ღონისძიების ორგანიზატორი კი ქედის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
“Congratulations to this wonderful singer this evening.
30.12.2019
“Congratulations to this wonderful singer this evening. "New Year's concert with Irene Devadze" was a real surprise.
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად
30.12.2019
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად" ნამდვილი სიუპრიზებით შედგა.
«« აპრილი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.