ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ქედაში.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დღეს ქედის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარი გაიმართა.


ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ინფორმაცია საჯარო მოხელეებს - საქართველოს იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტმა პაატა დიასამიძემ გააცნო.


პ.ს. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.


2019 წელს, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მთავარ თემად სექსუალური შევიწროება განისაზღვრა.

კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.


დღესვე შეხვედრაზე, განხილული იქნა ვიდეორგოლი საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც მომზადებულია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK აიდ-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
“Congratulations to this wonderful singer this evening.
30.12.2019
“Congratulations to this wonderful singer this evening. "New Year's concert with Irene Devadze" was a real surprise.
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად
30.12.2019
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად" ნამდვილი სიუპრიზებით შედგა.
«« აპრილი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.