ახალი ამბები
,,ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში“ - ტრენინგ/კურსი ქედაში.
ქედაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, 4 დღიანი ტრენინგ-კურსი მიმდინარეობს, რომელსაც პროექტის ,,ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში" მენეჯერი, ია ბაკურიძე უძღვება.


ტრენინგებს ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებიან და მისი მიზანია მოზარდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის მიწოდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე.


ევროკავშირის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, ნარჩენების ეფექტური მართვა, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი როლი გარემოს დაცვის მიმართულებით, როგორ დავგეგმოთ საინფორმაციო კამპანია- ეს ის საკითხებია, რომლებსაც მოსწავლეები 4 დღის განმავლობაში გაეცნობიან.


ტრენინგი იმართება ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" პროექტის ,,ნარჩენების ეფექტიანი მართვა აჭარაში" ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს USAID WMTR II პროგრამის ეგიდით და CENN-ის მხარდაჭერით.


ქედაში ღონისძიების ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
“Congratulations to this wonderful singer this evening.
30.12.2019
“Congratulations to this wonderful singer this evening. "New Year's concert with Irene Devadze" was a real surprise.
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად
30.12.2019
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად" ნამდვილი სიუპრიზებით შედგა.
«« თებერვალი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.