ახალი ამბები
ქედაში კალმახის სამოდელო-საინკუბაციო საამქრო გაიხსნა.
26 ნოემბერს, სოფელ წონიარისში, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯი"- მ კალმახის სამოდელო-საინკუბაციო საამქრო ოფიციალურად გახსნა.


გახსნის ცერემონიალს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


,,მადლობა რომ აირჩიეთ ჩვენი მუნიციპალიტეტი, რომ წარმატებით შედგა ეს ინიციატივა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს. მითუმეტეს, რომ ამ საამქროში 6 ადგილობრივი ქალი დასაქმდება" - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას როლანდ ბერიძემ.


ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი თევზის სამოდელო-საინკუბაციო საამქრო. საწარმო უზრუნველყოფს მაღალსელექციური ქვირითისაგან წარმოებული ჯანსაღი ლიფსიტის გამოყვანას და თევზმწარმოებელი ფერმერებისათვის მიწოდებას მთელი სამეურნეო წლის განმავლობაში.


საწარმო დაფინანსებულია ევროკავშირის ENPAღD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის ,,ქედა-ლიდერი" მიერ.


პროექტი ,,ქედა ლიდერი" ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩENN-ის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (ჩშღDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IოD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIღ) თანამშრომლობით.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
“Congratulations to this wonderful singer this evening.
30.12.2019
“Congratulations to this wonderful singer this evening. "New Year's concert with Irene Devadze" was a real surprise.
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად
30.12.2019
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად" ნამდვილი სიუპრიზებით შედგა.
«« თებერვალი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.