ახალი ამბები
არა ძალადობის კამპანიას ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 1️⃣6️⃣ დღიან კამპანიას - ,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!" ქედის მუნიციპალიტეტის მერია დღეს ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულიდან შეუერთდა.

ღონისძიებას მოწვეული ტრენერი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე უძღვებოდა, რომელმაც შეხვედრაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობასა და პრევენციული გზების მოძიების მნიშვნელობაზე გამაამახვილა ყურადღება.

კამპანია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება და ის 25 ნოემბრიდან -10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ფლაერები, სადაც დატანილია ინფორმაცია, იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება.

კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.

პ.ს. 27 ნოემბრიდან, 8 დეკემბრის ჩათვლით საინფორმაციო კამპანია ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან;

3-4 დეკემბერ ჩანიშნულია - მრგვალი მაგიდა/შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან;

10 დეკემბერს - ადამინის უფლებათა დაცვის დღეს - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარი გაიმართება.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
This time roundtable meeting was held with the pupils and teachers of the public school of May 1, which aimed to inform the school pupils and teachers about the issues of violence against women and domestic violence, legal services for victims of violence, etc.
04.12.2019

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა ამჯერად პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლელებთან, რომლის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინფორმირება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახამრების სერვისების შესახებ და ა.შ.

The 16-day non-violence information campaign in Keda municipality continues.
04.12.2019
The 16-day non-violence information campaign in Keda municipality continues.
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.