ახალი ამბები
მოლდოვაში ლევან გორგილაძემ ქედის ღვინის პრეზენტაცია გამართა.
ევროკავშირის ინიციატივა ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში, ქედის მერი ლევან გორგილაძე და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერი ქედის მუნიციპალიტეტში რაულ ცინცაძე მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.



ღვინის ინდუსტრიის ხელშემწყობი თემატური ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრას ესწრებიან ასევე გერმანიის, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის, რუსეთის, ბელარუსიისა და რუმინეთის წარმოადგენლები.


შეხვედრის მიზანია ადგილობრივ დონეზე ღვინის ინდუსტრიის და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მუნიციპალიტეტისათვის და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.


ქედის მერმა აუდიტორიას პრეზენტაციის სახით გააცნო ქედის ღვინის ისტორია, ღვინის ტურიზმის პოტენციალი და ამ კუთხით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები, რამაც დელეგატების მოწონება დაიმსახურა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
“Congratulations to this wonderful singer this evening.
30.12.2019
“Congratulations to this wonderful singer this evening. "New Year's concert with Irene Devadze" was a real surprise.
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად
30.12.2019
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად" ნამდვილი სიუპრიზებით შედგა.
«« თებერვალი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.