ახალი ამბები
მერმა ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წაუდგინა
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ, 1 ნოემბერს, საზოგადოებას ქედის კულტურის ცენტრის დარბაზში, წლის განმვლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.


,,ვთვლი, რომ ყველა წარმატება თქვენი დამსახურებაა ჩემო ქედელებო! არის ბუნებრივია გამოწვევებიც, რომელთაც თქვენთან ერთად ძალიან ღირსეულად ვხვდებით და მაქვს კომფორტი თქვენთან ერთად ვიფიქრო გზებზე, ხედვებზე, შედეგებზე. ამისი მაგალითია თქვენი მონაწილეობის ზრდა თვითმმართველობის საკითხებში" - ასე მიმართა ლევან გორგილაძემ მოსახლეობას, თვითმმართველობის მოხელეებს და ორგანიზაციების წარმომადგენლებს დარბაზში.


ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცება;

ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის ხარისხობრივი გაზრდა - წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი იყო, რაზეც ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა და აღნიშნა, რომ ქედის თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი ნებისმიერი პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმას:

ეკონომიკური რეფორმა;

განათლების რეფორმა;

სივრცითი მოწყობა;

მმართველობითი რეფორმა.


ლევან გორგილაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს ინოვაციური პროექტების მხარდაჭერისთვის და საზოგადოებას ახალი პროგრამებისა და პროექტების ჩამონათვალი გააცნო:
მთის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები;

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ცნობადობის გაზრდა;

ახალი ინიციატივა - ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი";

,,ქედის ღვინის ფესტივალი";

დაპირებისამებრ, ახალი ტურისტული სერვისი - ჩანჩქერების ტური;

ახალი - პროექტი ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის";

საპილოტე პროგრამა - ,,სიძველით ამორტიზირებული სახლების ახლით შეცვლა";
დაბა ქედაში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 12 ოჯახს! გარდა ამისა 14-მდე ოჯახს აჭარის მთავრობამ დაუკანონა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები;
დაბრუნდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა";
დაპირებისამებრ, შენდება აგარის სოციალური სახლი;
დაპირებისამებრ, შენდება ქოსოფლის საავტომობილო ხიდი;
გრძელდება მერის ინიციატივა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი საავტომობილო გზების მოწესრიგება;
გრძელდება მერის ინიციატივა ,,სოლიდარობის დღე" ;
გრძელდება ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა (ქუჩის მხატვრობა, ლაშქრობები და ა.შ.);
გრძელდება გენდერული და შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები;
საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა;
წელს პირველად, მერიამ ბიზნესის ხელშემწყობი ღონისძიებები დააფინანსა
გრძელდება ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური, სპორტული, კულტურული, ახალგაზრდული, ტურიზმის, წყალმომარაგების, კომუნალური, სკოლამდელი აღზრდის, განათლების, სოფლის მხარდამჭერი ღონისძიებები და ა.შ.

ჩატარდა ღია შეხვედრები მოსახლეობასთან და მოხდა პრობლემების სელექცია, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტში აისახება.

ხოლო ვერ შესრულებულ ნუსხაში მოხვდა დაბა ქედის განტვირთვის გეგმა, ზვარის პარკის მშენებლობა, აქუცის ხიდის მშენებლობა, ახალგაზრდული თვითთმართველობის შექმნა და მახუნცეთის განვითარების გეგმა, რომლებზეც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ვრცლად ისაუბრა, ობიექტური მიზეზები განმარტა და ალტერნატიული გზების დაასახელა.

შეხვედრაზე მიმოიხილა უმთავრესი პროექტები: გაზიფიცირება, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა, სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტები. ისაუბრა ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანობასა და საზოგადოებრივი ცენტრის შესახებ.

2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტები კი, პრეზენტაციის სახით, აუდიტორიას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, მოსახლეობის კითხვებს მერი და მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე პასუხობდნენ.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
“Congratulations to this wonderful singer this evening.
30.12.2019
“Congratulations to this wonderful singer this evening. "New Year's concert with Irene Devadze" was a real surprise.
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად
30.12.2019
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად" ნამდვილი სიუპრიზებით შედგა.
«« თებერვალი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.