ახალი ამბები
ქედაში 68-ე საზოგადოებრივი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქედაში 68-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.


საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

ქედის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედისა, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს მიიღებს. ქედის საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით დაბის მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის 64 სოფლის 20 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის პარალელურად, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინიციატივა, რომ ქედის ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას მიენიჭოს ქართველი პოეტის − ფრიდონ ხალვაშის სახელი.

დაბა ქედა აჭარის ტურისტული მარშრუტების ნუსხაშია შეტანილი. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ცენტრში არსებული სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ.

მაგალითად, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით, საბანკო მომსახურებით და ა.შ.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. მომხმარებელს ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია, მიიღოს პასპორტი და პირადობის მოწმობა, განახორციელოს მიწის, უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკუთრებასთან დაკავშირებული განაცხადი, დაარეგისტრიროს ქორწინება, სოციალურად დაუცველი ოჯახის ქულის მინიჭების სერვისი და სხვა. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობაც შეეძლებათ.

ცენტრში, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება "მაგთისა" და "ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს - ადგილიდან გაუსვლელად პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

საზოგადოებრივ ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

მინისტრმა ადგილობრივ თვითმმართველობას მადლობა საჯაროდ გადაუხადა კარგი თანამშრომლობისთვის!
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
The Public Defender of Georgia held an informational meeting with the women living in Keda today.
19.11.2019
The Public Defender of Georgia held an informational meeting with the women living in Keda today.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელბა, დღეს ქედაში მცხოვრებ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
19.11.2019
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელბა, დღეს ქედაში მცხოვრებ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დღეს ,,ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა
18.11.2019
დღეს ,,ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა" - რომლის მიზანია არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.