ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში
პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში, დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან. ,,სენის", ,,დემოკრატიის ინსტიტუტის", ,,სავაჭრო-სამრეწველო პალატისა" და სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა, ინფორმაციები გაცვალეს პროექტის მიმდინარეობის შესახებ.



ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის მერია ჯერ კიდევ გასულ წელს შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას - "მერები ეკონომიკური ზრდისთვის".



ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მერებს აქტიური როლი შეასრულონ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ინიციატივის ამბიციაა გარდაიქმნას მასშტაბური ზომის პროფესიულ გაერთიანებად, რომელიც წევრებს სთავაზობს წვდომას ექსპერტულ ცოდნაზე, თანაბარუფლებიან მხარდაჭერასა და წარმატების ფართოდ გაზიარების შესაძლებლობაზე.



პროექტის ფარგლებში, დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან. ,,სენის", ,,დემოკრატიის ინსტიტუტის", ,,სავაჭრო-სამრეწველო პალატისა" და სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ინფორმაციები გაცვალეს პროექტის მერები ეკონომიკური ზრდისთვის მიმდინარეობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა საერთოა ზემო აჭარის სამივე მუნიციპალიტეტისთვის - ქედის, შუახევისა და ხულოს თვითმმართველობებისთვის.



ქედის მერის თქმით ,,ჩვენ მუნიციპალიტეტში მორიგ სასიამოვნო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ეკონომიკური განვითარების პარტნიორობის შექმნისა და ფუნქციონირების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ქედის მერიას აქვს მოლოდინი, რომ კოორდინირებული მუშაობით არაერთი სიკეთის განხორციელება იქნება შესაძლებელი, ეს იქნება გრძელვადიანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნა, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება მიმართული. მადლობა ევროკავშირს ასეთი შესაძლებლობისთვის, ხოლო სენი-ს, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ინიციატივისათვის".


აღნიშნული ინიციატივაში ქედის გაწევრიანება ქმნის ახალ შესაძლებლობებს მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდისა და დონორებისგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვებისთვის. ამასთან, ქედის გაწევრიანება ინიციატივაში ადგილობრივ განვითარების ჯგუფსა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის წარმატებული თანამშრომლობის მორიგი მაგალითია.


Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართება 2019 წლის 9 აგვისტოს, 11 საათზე.მისამართი:  დაბა ქედა, კოსტავას ქ.#3, ადმინისტრაციული შენობის I სართული.დღის წესრიგი
07.08.2019

საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართება 2019 წლის 9 აგვისტოს, 11 საათზე.

მისამართი:  დაბა ქედა, კოსტავას ქ.#3, ადმინისტრაციული შენობის I სართული.

დღის წესრიგი
4 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, მერისის მთებში - მთივნარასა და ლაშეში მოიალაღეებს დღესასწაული მიულოცა.
05.08.2019
4 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, მერისის მთებში - მთივნარასა და ლაშეში მოიალაღეებს დღესასწაული მიულოცა.
მიმდინარე წლის 02 აგვისტოს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/11 რიგგარეშე სხდომა (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი).სხდომის დღის წესრიგი და საკითხები
01.08.2019
მიმდინარე წლის 02 აგვისტოს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/11 რიგგარეშე სხდომა (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი).
სხდომის დღის წესრიგი და საკითხები


«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.