ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი ქედაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ქედის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა.



მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქოსოფელში, მშენებარე საავტომობილო ხიდის პროცესი მოინახულა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

,,4 ოჯახს საავტომობილო გზა არასოდეს გვქონია, ერთადერთი დამაკავშირებელი გზა დღემდე მხოლოდ ბაგირზე დაკიდული საცალფეხო ხიდია, რაც საფრთხეს უქმნის სკოლის მოსწავლეების გადაადგილებას, ვერ გადაადგილდება ასევე სასწრაფო სამედიცინო, სახანძრო-სამაშველოს ავტომობილები, პროექტი უმნიშვნელოვანესია და მადლობა თვითმმართველობას დაპირების შესრულებისთვის. ძალიან ბედნიერები ვართ!" - აღნიშნა ადგილობრივმა.

ამ ხიდით ისარგებლებს ასევე მთლიანად სოფელი ქოსოფელი და მიმდებარე სოფლებიც.

სამუშაოებს შპს ,,სინათლე 2006" ასრულებს და ხელშეკრულების ღირებულება 978 000 ლარია.
პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობას. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
“Congratulations to this wonderful singer this evening.
30.12.2019
“Congratulations to this wonderful singer this evening. "New Year's concert with Irene Devadze" was a real surprise.
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად
30.12.2019
,,ვულოცავ არაჩვეულებრივ მომღერალს დღევანდელ საღამოს. ,,საახალწლო კონცერტი ირინე დევაძესთან ერთად" ნამდვილი სიუპრიზებით შედგა.
«« თებერვალი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.