ახალი ამბები
გაფართოებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა

ქედის მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გაფართოებული მასშტაბით პირველად შეიკრიბა.



გაცნობითი ხასიათის სხდომა ახალი წევრების წარდგენით გაიხსნა - საბჭოში გარდა ადმინისტრაციული ერთეულებიდან დასახელებული კანდიდატურებისა, წარმოდგენილია თითო წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან, ახალგაზრდული ცენტრიდან და გენდერული თანასწორობის მრჩეველთა საბჭოდან.

მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერებისა და ეფექტური მექანიზმების შექმნის მიზნით, ცვლილებებს ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციები: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, პროექტის "ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელთა წარმომადგენლებმა ასლან ჭანიძემ და მერაბ ცინდელიანმა შეხვედრაზე პრეზენტაცია გამართეს პროექტის ირგვლივ და სამომავლო ნაბიჯები საბჭოს წევრებთან ერთად დაგეგმეს.

ლევან გორგილაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ახალ წევრებს წარმატებები უსურვა და ის მოლოდინები გააცნო, რომლის შედეგიც მალევე უნდა გამოიკვეთოს პროექტის დასრულებისთანავე - მეტი ინიციატივები საბჭოს წევრებისგან, სამოქალაქო აზრის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდა და უკუკავშირი ყველა იმ სიკეთეზე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით ახორციელებს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, საბჭოს სექტორებად დაყოფის შესახებ და საგრანტო კონკურსებში იდეების წარდგენისა და ინტერესის აქტიურად გამოხატვაზე.

 

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართება 2019 წლის 9 აგვისტოს, 11 საათზე.მისამართი:  დაბა ქედა, კოსტავას ქ.#3, ადმინისტრაციული შენობის I სართული.დღის წესრიგი
07.08.2019

საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართება 2019 წლის 9 აგვისტოს, 11 საათზე.

მისამართი:  დაბა ქედა, კოსტავას ქ.#3, ადმინისტრაციული შენობის I სართული.

დღის წესრიგი
4 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, მერისის მთებში - მთივნარასა და ლაშეში მოიალაღეებს დღესასწაული მიულოცა.
05.08.2019
4 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, მერისის მთებში - მთივნარასა და ლაშეში მოიალაღეებს დღესასწაული მიულოცა.
მიმდინარე წლის 02 აგვისტოს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/11 რიგგარეშე სხდომა (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი).სხდომის დღის წესრიგი და საკითხები
01.08.2019
მიმდინარე წლის 02 აგვისტოს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/11 რიგგარეშე სხდომა (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი).
სხდომის დღის წესრიგი და საკითხები


«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.