ახალი ამბები
ქედის ღვინის ფესტივალზე, საოკეთესო საოჯახო ტიპის ღვინის მწარმოებლები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ქედის ღვინის ფესტივალზე, საოკეთესო საოჯახო ტიპის ღვინის მწარმოებლები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ.


 

საუკეთესო თეთრი ღვინო - მანანა ბოლქვაძე;

საუკეთესო თეთრი ღვინო - გიორგი აბულაძე;

საუკეთესო ვარდისფერი ღვინო - გიორგი ტაკიძე;

საუკეთესო წითელი ღვინო - ნოდარ შერვაშიძე;

საუკეთესო წითეილი ღვინო - ლომან თურმანიძე;

ნომინაციაში ქედელი ფერმერები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ დააჯილდოვა.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინის დეგუსტაცია, რომელშიც 17 ადგილობრივი ფერმერი მონაწილეობდა, საუკეთესო ღვინოების გამოვლენა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყო.

ქედის მერიამ გამოფენაში მონაწილე ყველა ფერმერს მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა, მათ ფესტივალი საქართველოს ღვინის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მეხუზლამ მიულოცა.

ფესტივალის მიზანი იყო ქედის ღვინის პოპულარიზაცია, ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენა, მევენახე/მეღვინე ფერმერების მოტივაციის ამაღლება და მუნიციპალიტეტში ,,ღვინის უძველესი გზის" გამოცოცხლება.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართება 2019 წლის 9 აგვისტოს, 11 საათზე.მისამართი:  დაბა ქედა, კოსტავას ქ.#3, ადმინისტრაციული შენობის I სართული.დღის წესრიგი
07.08.2019

საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართება 2019 წლის 9 აგვისტოს, 11 საათზე.

მისამართი:  დაბა ქედა, კოსტავას ქ.#3, ადმინისტრაციული შენობის I სართული.

დღის წესრიგი
4 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, მერისის მთებში - მთივნარასა და ლაშეში მოიალაღეებს დღესასწაული მიულოცა.
05.08.2019
4 აგვისტოს, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, მერისის მთებში - მთივნარასა და ლაშეში მოიალაღეებს დღესასწაული მიულოცა.
მიმდინარე წლის 02 აგვისტოს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/11 რიგგარეშე სხდომა (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი).სხდომის დღის წესრიგი და საკითხები
01.08.2019
მიმდინარე წლის 02 აგვისტოს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/11 რიგგარეშე სხდომა (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი).
სხდომის დღის წესრიგი და საკითხები


«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.