ახალი ამბები
ქედის ღვინის ფესტივალი პირველად გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტმა 7 ივლისს ,,ქედის ღვინის ფესტივალს" პირველად უმასპინძლა. ღონისძიებას უამრავი სტუმარი ჰყავდა - უცხოელი ტურისტები, ადგილობრივები, მოწვეული სტუმრები, საზოგადოების წევრები.
ადგილობრივებს ფესტივალი მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლევან მეხუზლამ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრებმა. ჩხავერი,ცოლიკაური, პოვნილა, ბროლა, ჯიბერა, ჯინიში, ბათუმურა - ეს ის უნიკალური ყურძნის ჯიშებია, რომლისგან დამზადებული ღვინოები ჰქონდათ წარმოდგენილი ქედელ მეღვინე ფერმერებს. პარალელურად მიმდინარეობდა კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ანსამბლ ,,ალილოს" წევრები - ლაშა ღლონტი და აჩიკო ბერიძე. ლევან გორგილაძემ სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა ქედის ღვინის პოპულარიზაციისათვის.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
Human Rights Day - Educational-Informational Training / Seminar was held in Keda Municipality on the issues of violence against women and domestic violence.
10.12.2019
Human Rights Day - Educational-Informational Training / Seminar was held in Keda Municipality on the issues of violence against women and domestic violence.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დღეს ქედის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარი გაიმართა.
10.12.2019
ადამიანის უფლებათა დაცვის დღე - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე დღეს ქედის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარი გაიმართა.
The roundtable discussion was held with the students and teachers of the public school of Dologani in order to inform the school students and teachers about the issues of violence against women and domestic violence, legal aid services for the victims of violence, etc. Sh.
09.12.2019

«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.