ახალი ამბები
საკრებულოს მორიგ სხდომაზე შპს ქედის კომუნალსერვისის ანგარიში მოისმინეს
მიმდინარე წლის 28 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/09 სხდომაზე შპს ქედის კომუნალსერვისის ანგარიში მოისმინეს.
საკრებულოს სხდომას, რომელსაც თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა საკრებულოს 24 წევრიდან 18 ესწრებოდა, სხდომაზე დღის წესრიგის შესაბამისად ორი საკითხი იქნა განხილული.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ სხდომაზე განხილულ იქნა ""ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტი, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სულიკო ჩხიკვაძემ განმარტა, რომ უახლოეს პერიოდში დამუშავებული იქნება პარკირების მარეგულირებელი ნორმების რამოდენიმე ვერსიიდან საბოლოო ვერსია, რომელიც უკეთ მორგებული იქნება ქედის მუნიციპალიტეტისათვის და უახლოეს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად და დასამტკიცებლად.

საკრებულომ ცნობად მიიღო შპს ქედის "კომუნალურსერვისი"-ს დირექტორის მალხაზ სურმანიძის მიერ წარმოდგენილი შპს ქედის "კომუნალურსერვისი"-ს 2019 წლის ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც ასევე გახლდათ ამ ორგანიზაციის ანგარიში მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
The Public Defender of Georgia held an informational meeting with the women living in Keda today.
19.11.2019
The Public Defender of Georgia held an informational meeting with the women living in Keda today.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელბა, დღეს ქედაში მცხოვრებ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
19.11.2019
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელბა, დღეს ქედაში მცხოვრებ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დღეს ,,ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა
18.11.2019
დღეს ,,ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა" - რომლის მიზანია არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.