ახალი ამბები
სემინარი თემაზე ,,ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში"
ქალთა კვირეულის ფარგლებში, დღეს ქედაში ვორქშოფ/სემინარი სახელწოდებით - ,,ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში" გაიმართა. სემინარი ქედის ღია სივრცე საზოგადოებისათვის - ,,ქალთა ოთახის" მენეჯერმა თეა შარაშიძემ გახსნა და ღონისძიების მიზანზე ისაუბრა: ქალების ურთიერთობების გაღრმავება, ახალი კონტაქტების შეძენა, წარმატებული ქალი ბიზნესმენის გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს მაგალითების წარდგენა, მცირე და საშულო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა - ეს ის საკითხებია, რაზეც შეხვედრისას გამახვილდა ყურადღება. მსმენელებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს მოხსენებები: ☑ ნინო გაფრინდაშვილი - პროექტ ,,ქედა ლიდერი" -ს მიმოხილვა. ☑ ნადეჟდა ჯაბნიძე - ფერმერი და მეწარმე, რომელმაც საკუთარი მაგალითი წარადგინა; ☑ თინა თებიძე - ,,იდეიდან პროექტამდე" - წარმატებამდე განვლილი გზის ისტორია გააცნო მსმენელს. ☑ ასევე წარმატებული მაგალითები გაუზიარეს მანანა დუმბაძემ, მზია ბოლქვაძემ, ლამზირა ხინიკაძემ. საინტერესო იყო ასევე ვიდეო რგოლების ჩვენება - წარმატებული ქალები უკეთესი საზოგადოებისათვის ( ვიდეოკლიპი დამზადებულია ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში) - ნადეჟდა ჯაბნიძე - ვიდეოლიპი დამზადებული ბათუმის ამერიკული კუთხის მიერ და გაზეთ ,,ბათუმელების" მიერ მოზადებული ვიდეო რგოლი (თინა თებიძის ისტორია). მონაწილეებს ქედა ლიდერის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება მერიის გენდერული ღონისძიების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წლის 14 ივნისს დღის 11:00 საათზე გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/08 რიგგარეშე სხდომა (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას №3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი).
სხდომის დღის წესრიგი და საკითხები.
13.06.2019

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე თავმჯდომარეობდა, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 აპრილის №40 ბრძანებით საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად დახურული კონკურსის შეფასების ეტაპის - ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ქულების განხილვის, საბოლოო შედეგების შეჯამების, გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის და დანიშვნის მქონე პირისათვის დასანიშნად წარდგენის შესახებ იმსჯელეა.
01.06.2019

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 30 აპრილს, მორიგ №01-06/06 სხდომაზე, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019 წელში განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცა.
06.05.2019

«« ივნისი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.