სგშ-სკრინინგის განცხადება
სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა“

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული ყველა მაღალმთიანი დასახლება

2018 წლის 29 ოქტომბრის N01/3905 წერილით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამინისტროს მომართა სკრინინგის განცხადებით და წარმოადგინა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023“ პროექტი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ნოემბრის N2-959 ბრძანების „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის 2019-2023“ პროექტზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“ თანახმად, წარმოდგენილი სტრატეგიული დოკუმენტი პროექტი არ დაექვემდებარა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. ამჟამად, სამინისტროში წარმოდგენილია სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.

წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილამდე მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

სამოქმედო გეგმის პროექტი

სკრინინგის განცხადება
Facebook Twitter
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.