კავიანის ციხე
კავიანის ციხე მდებარეობს კავიანის სერზე მდინარე ჭვანისწყალისა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს. ციხე ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველი განყოფილება, ჩვენამდე მოღწეული ფოსოების მიხედვით, შეიძლება ყოფილიყო რაღაც დანიშნულების სათავსო, რომელიც სავარაუდოდ სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. კედელზე ორი საძირკველი და ორი სარკმელია დატანებული. ციხის ამ კოშკშია შემორჩენილი სწორი ფორმის ორმო, რომელიც შელესილია კირით.

ციხის მეორე განყოფილებაში, რომლის ფართობი 112 კვმ-ს შეადგენს, კარგადაა შემონახული ჩრდილოეთის კოშკი, რომელიც არაწესიერი მართკუთხედის ფორმისაა და ასევე სამი სართულისაგან შედგებოდა. კოშკში ჩაყოლებულია სარკმლები. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის ეზოს დასავლეთი კედელი, რომლის სიგრძე 7,1 მეტრია, ხოლო სიმაღლე 5 მეტრი. ციხე აშენებულია ფლეთილი ქვებით, შიგადაშიგ რიყის ქვებიც გვხვდება.
Facebook Twitter
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
დისქლაიმერი
ქედის მუციპალიტეტის ვებგვერდი განახლდა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს ევროკავშირის და CENN-ის ოფიციალურ პოზიციას, თუკი აღნიშნული არ არის მითითებული.