შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა"-ს სისხლის ბანკმა, დღეს მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში სისხლის დონაციის აქცია გამართა. სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად 18 მოქალაქემ უსასყიდლოდ გაიღო. ჰემატოლოგთა ჯგუფმა დონორებს თავის მხვრივ უფასოდ გამოუკვლიეს: C da B ჰეპატიტი; სიფილისტისა და შიდსის ვირუსები; სისხლის ჯგუფი და ა.შ. აქციას ორგანიზებას მახუნცეთის ადმინიტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი უწევდა და ის ხვალ ზვარისა და წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები; უნდა იყვნენ 19-დან 60 წლამდე ასაკის, 50 კგ-ზე მეტი წონის; არ უნდა ჰქონდეთ გადატანილი C da B ჰეპატიტები; 6 თვის შიგნით არ უნდა ჰქონდეთ გადატანილი რაიმე სახის ოპერაცია; 1 თვის შიგნი არ უნდა ჰქონდეთ რაიმე სახის ვაქცინა გაკეთებული; არ უნდა ღებულობდეს ამჟამად მედიკამენტებს; და არ უნდა იყოს მეძუძური! აქცია ქედის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება