
2 ივლისი 2017
ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა მერისში დღეს კვირეულს ასრულებს. შემეცნებითი, გასართობი და საინტერესო აქტივობებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ საჭირო უნარები, ჩვევები. კვირის განმავლობაში ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სტუმრებს მასპინძლობდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ღებულობდნენ პასუხებს. გარდა საგაკვეთილო პროცესებისა, მოაწყვეს პრეზენტაციები, აქციები, ლაშქრობები და ა.შ. საზახულო სკოლამ შეიძლება ითქვას, მოლოდინს გადააჭარბა და ის მომავალ წელსაც უფრო მრავალფეროვანი, ფართომასშტაბიანი პროგრამით გააგრძელებს ფუნქციონირებას.