ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/12 სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ქედის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. განსახილველ საკითხთან მიმართებაში საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია (თავმჯდომარე - გოჩა გორგილაძე).

განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2021 წლის 24 სექტემბერს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი), ხოლო დადგენილების გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2021 წლის 28 სექტემბერი.

საკრებულოს წევრების მხარდაჭერით, თანხმობა მიეცა ქედის მუნიციპალიტეტის მერს (ლ. გორგილაძეს) ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების - ქედა, სოფელ მერისში მდებარე არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობისა-ნაგებობის - 150.90 კვ.მ. ფართის (სარდაფი) (ს/კ 21.05.33.011.01.500) აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, 15 წლის ვადით, სასყიდლიანი იჯარის ფორმით გადაცემაზე.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლას მიეცა თანხმობა მისთვის ,,სსიპ ნინა ვაჩეიშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა"-ს სახელის მინიჭებაზე.

მეოთხე საკითხად განხილული იქნა და მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ქედა აკ. წერეთლის ქ. №4 (ყოფილი №3)-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 63.20 კვ.მ. ფართობის (ს/კ 21.03.34.286.01/501) სსიპ - „ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა“-სთვის (ს/კ:246755738) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უვადოთ, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.