,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნის მფლობელი, პროფესიონალი მათემატიკოსი მედეა კვაჭაძე ქედის საჯარო სკოლაში პირველი პრეცენდენტია. მოქმედ მასწავლებელს დღეს 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო საღამოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე და ქედის გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსახურებულ პედაგოგს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. პედაგოგები, მეგობრები, მასწავლებელთა სახლისა და ოჯახის წევრები - ყვებოდნენ იუბილარის უარღესად საინტერესო, სახალისო და თბილ ისტორიებს. ულოცავდნენ როგორც შემდგარ პედაგოგს, ღირსეულ მეუღლეს, დედას, სამაგილითო მეგობარსა და უბრალოდ, არაჩვეულებრივ პიროვნებას! ,,ყოველი დილა მიხარია, რომ სკოლაში უნდა წამოვიდე. ეს ჩემი სახლია. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ დღეს! არ ველოდი ამდენ სტუმარს... ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ვთვლი რომ არც ამდენი...მადლობა ყველას ასეთი დაფასებითვის" - აღნიშნა, როგორც კოლეგები ეძახიან მედიკო მასწავლებელმა. ემოციებით დატვირთული საღამოს ორგანიზატორები ქედის საჯარო სკოლის დირექცია და ქედის რესურსცენტრი გახლდათ, რომელსაც მუსიკალურად და საცეკვაო ნომრებით მოსწავლეები ამრავალფეროვნებდნენ.