ქედის მუნიციპალიტეტის თხუთმეტივე საბავშვო ბაღში, დღეს საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

სურსათის კალათა, რომლითაც ბავშვებს სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობისას უნდა ესარგებლათ, 655 აღსაზრდელს გადაეცემა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს. გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.

სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებს, ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება უახლოეს დღეებში საჩუქრად საახალწლო ტკბილეულის ფუთებსაც გადასცემს.