ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, 2021 წლის 12 საპატიო ქედელი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობების, ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების სამსახურში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გათვალისწინებით დააჯილოვა.

დამსახურებული ქედელის წოდება წილად ხვდა ნანული დიასამიძეს, დურმიშხან ბოლქვაძეს, ლამარა ბერიძეს, სურიე ჩიკვაიძეს, მარინე ბერიძეს, იოსებ მახაჭაძეს და ქემალ სალაძეს.
აღსანიშნავია, რომ გენდერულმა საბჭომ მარინე ბერიძის კანდიდატურა პანდემიასთან ბრძოლის დროს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო წარადგინა.
საპატიო ქედელის წოდება კი, არჩილ დიასამიძეს, ნოდარ ბარამიძეს, ბესიკ ბერიძეს, ქეთო საფარიძეს და შოთა ანანიძეს მიენიჭა.