ორგანიზაცია UNDP საქართველოში და ქედის მერიის ურთიერთთანამშრომლობით, ქედის მუნიციპალიტეტში მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, განხორციელდა პროგრამული ბიუჯეტის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, კვლევებისა და საინფორმაციო კამპანიების წარმოება, ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავება და ა.შ.

ამ ეტაპზე, ქედის მაგალითზე იქმნება საუკეთესო პრაქტიკის სამაგიდო წიგნი, რომლითაც საქართველოს მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ.

პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ექსპერტები, მერიისა და UNDP-ის წარმომადგენლები, რომლებმაც მიმოიხილეს გასული წლის შედეგები და სამომავლო მიზნები დასახეს.

აღნიშნული ღონისძიებები UNDP საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროექტის „საქართველოს განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)“ ხორციელდება.