„მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახში“ ღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მიზანი ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების რეალიზაციაში ხელშეწყობაა. ისაუბრეს საზღვარგარეთ არალეგალური დასაქმების დროს არსებული საფრთხეების შესახებ, შრომითი ტრეფიკინგის თავიდან აცილების საშუალებებზე და საკუთარი უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმებზე. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 6 შეხვდრას გაიმართება. ასევე ყოველ პარასკევს, უაფსო იურიდული კონსულტაციები გაუწევა ნებისმიერ დაინტერესბულ პირს. მომევნო შეხვედრა 21 აპრილსაა ჩანიშნული.