საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის # 437 დადგენილებით დამტკიცებული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ამოქმედების და დაკისრებული ვალდებულებების აღსასრულებლად შექმნილი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა სამოქმედო ინსტრუქცია, დღეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, საჯარო მოხელეებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოების წევრებმა ერთად განიხილეს. დასმულ კითხვებს შეხვედრის ფასილიტატორები საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილი და პროექტის მენეჯერი გურანდა თეთრაძე პასუხობდნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 10-13 აპრილს გამგეობის თანამშრომლები გადამზადდნენ ბავშვთა ფონდის მიმდინარე პროექტის ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის" მიერ და ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. გადამზადებულ მოხელეებს სერთიფიკატები დღეს ოფიციალურად გადაეცათ. შეხვედრას ორგანიზებას გამგებლის თანაშემწე გენდერულ საკითხებში თეა შარაშიძე უწევდა.