23-24 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების" კომისიამ, წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა.

2021 წლის განმავლობაში, კომისიამ ჯამში 7 სხდომა გამართა და 162 საკითხი განიხილა. მათ შორის:

- დადებითად გადაწყდა - 146 საკითხი;

- უარყოფითად - 11;

- გადაიდო 48 საკითხის განხილვა;

- კომისიის სახელზე სულ შემოსული იყო 242 განცხადება.

,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების" კომისიას მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე თავმჯდომარეობს.