ქედის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზუნდაგაში, მდ. აჭარისწყლის სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ნაპირიდაცვითი სამუშაოები განხორციელდება.

შპს „მუხრანის ღვინოს“ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზუნდაგას ტერიტორიაზე, მდ. აჭარისწყლის მარჯვენა სანაპიროსთან გააჩნია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთი. არსებული მდგომარეობით, წყალდიდობისა და წყალმოვარდნის დროს მდინარის კალაპოტში განვითარებული გვერდითი და სიღრმითი ეროზიული პროცესების შედეგად ირეცხება და იტბორება მდინარის მარჯვენა ნაპირი და საფრთხე ექმნება ტერიტორიაზე არსებულ ხე-მცენარეებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „მუხრანის ღვინომ“ მიიღო გადაწყვეტილება ტერიტორიაზე მოაწყოს ეროზიის საწინააღმდეგო ნაპირსამაგრი ნაგებობა. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33071).

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზუნდაგაში, მდ. აჭარისწყლის სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ნაპირიდაცვითი სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით მომზადებული იქნა წინამდებარე სკრინინგის ანგარიში.

იხილეთ სკრინინგის ანგარიში