,,აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში", ,,აჭარის წყლის ალიანსი" ქედის მუნიციპალიტეტში, დაბის არეალში, კანალიზაციისა და ჩამდინარე წყლის გამწმენდი ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს.

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

პროგრამა ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირისგან დამატებითი ფინანსირებით, რომელსაც სს ,,აჭარის წყლის ალიანსი" ახორციელებს. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს წყალმომარაგება და ჩამდინარე წყლების შეგროვება, გაწმენდა დაბასა და სოფლებში, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებსა და გარემოსდაცვას.

იხილეთ სკრინინგის ანგარიში