2022 წლის 20 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში №01-06/16 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული, ქედის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება დაამტკიცეს.

ნორმატიული აქტის მიღების მიზანი იყო „ქედის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცება“, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული შპს „ძმები ავალიანები“-ს ხელმძღვანელის ზურაბ ავალიანის განცხადება, სოფელ ქვედა მახუნცეთში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ: 21.01.37.356) უშენი ტერიტორიის განაშენიანებასა და განვითარებასთან დაკავშირებით.

პროექტის მიზანია, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა მახუნცეთში ისეთი მრავალფუნქციური კომპლექსის დაპროექტება, რომელიც ერთ ლოკაციაზე გააერთიანებს ღვინის ქარხანას, აპარტამენტებს, რესტორანს, სავარჯიშო დარბაზს, სპას, ღია აუზს, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზებს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეს, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადის ფონზე, გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისრული ლოკაცია ქედის მუნიციპალიტეტში.