ქედის გამგებელი დღეს მორიგ შეხვედრას დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მართავს და კანონმდებლობის შესაბამისად 2016 წლის ანგარიშს ხალხს აბარებს. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის პირველი პირი სოფელ გოგიაშვილებისა და ტაკიძეების მოსახლეობას ხვდება. შეხვედრები შვიდივე სოფელშია ჩანიშნული.