ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაბა ქედის ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს. დ. აღმაშენებლის ქ. # 24 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. ეზოს რელიეფი და ამორტიზირებული საყრდენი კედლები განსაკუთრებულ საფრთხეს მოზარდებს უქმნიდა. აღნიშნული ეზოს კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 73 691 ლარი იხარჯება და მას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა ,,ემილ-2014" ახორცელებს. პროექტის ფარგლებში, დემონტაჟი უტარდება საყრდენ კედლებსა და შენდება ახალი, რომელზეც დამონტაჟდება დეკორატიული მოაჯირები, კეთილმოეწყობა ეზოს რელიეფიც. სამუშაოები ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ მოინახულა, რომელსაც ადგილობრივებმა მათი პრობლემის მოგვარებისთვის მადლობა გადაუხადეს. აღნიშნული ეზოს ბინადრები კეთილმოწყობილი ეზოთი მაისის თვიდან ისარგებლებენ.