სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ,,ახალგაზრდული ფესტივალი - 2017" -ის ფარგლებში, ,,CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე" ქედელი ახალგაზრდები, გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, სპორტის სამ სახეობაში: კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და ჭადრაკში ჩაერთნენ და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. 17 -18 მაისს, რეგიონალურ თამაშებში ქედის გუნდმა მინი ფეხბურთში პირველი ადგილი მოიპოვა და ანაკლიაში ერთკვირიანი საგზური მოიპოვა. ხოლო კალათბურთელებმა და მოჭადრაკეებმა მეორე ადგილს დასჯერდნენ. პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის პოტენციალის გამოვლენა, მათი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და მასობრივ სპორტულ აქტივობებში ჩართვით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ქედის გამგეობა ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვებებს და წარმატებებს უსურვებს!