6 ივლისი 2021
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ,,საცხოვრებელი ფართების, ბინების გამანაწილებელი კომისიის" სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე თავმჯდომარეობდა.
კომისიამ შემოსული განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია განიხილა და დადგინა, რომ ბენეფიციარების მიერ შემოტანილი განცხადებები სრულყოფილად წარმოდგენილი არ იყო და საჭიროებს დაზუსტებას, ამიტომაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული განცხადებების შემოტანისათვის 3-დღიანი ვადა გაეგრძელებინათ.
კომისიის წევრებად მოწვეულნი არიან როგორც აჭარის მთავრობის შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე მერის სათათბირო ორგანოს- მრჩეველთა საბჭოს წევრი.
მომდევნო კომისიის სხდომა 12 ივლისს გაიმართება.