აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები. იმსჯელეს პრიორიტეტების და არსებული გამოწვევების შესახებ.
მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი.