საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“-ს წარმომადგენელი ზოი ჰოპკინსი ქედის ქალთა ოთახს სტუმრობდა. ქედის ქალთა ოთახის კოორდინატორმა, თეა შარაშიძემ სტუმრებს ქალთა ოთახის მუშაობის პროცესი გააცნო, ისაუბრა მიღწეულ შედეგებზე, აღნიშნული სერვისის მნიშვნელობაზე და ქალთა ჩართულობაზე „ქალთა ოთახის“ აქტივობებში. მოქნილი ღია სივრცე საზოგადოებისთვის „ქალთა ოთახი“ ქედაში უკვე 10 თვეა ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში 2147 სერვისი გასცა და 1151 ვიზიტორი მიიღო.