მახუნცეთის ჩანჩქეერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა 8 მეწარმე ქალმა, საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა პროექტის ,,განვითარდი და განავითარე" ფარგლებში მოაწყო.

თაფლი, ხელნაკეთი ნივთები, ტიხრული მინანქარი, თექა და არაყი - ეს ის ჩამონათვალია, რომელიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გამოფენამ განსაკუთრებულად უცხოელი ვიზიტორების ყურადღება მიიქცია და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიებას ორგანიზებას ქედის მერიის ღია სივრცე საზოგადოებისთვის - ,,ქალთა ოთახი" უწევდა, რომელიც ახალგზრდა ქალ მეწარმეთათვის საზაფხულო ბანაკის ფარგლებში განხორციელდა და პროექტის დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა.

პროექტი ინოვაციური განათლების ფონდისა და ჯეოლაბის მიერ, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინასებული პროექტის - ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ციფრული უნარების გადაცემის გზით“- ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.