ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების ერთკვირიანი საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


კამპანია ღია სივრცე საზოგადოებისათვის - ,,ქედის ქალთა ოთახის" მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში იმართება და მასში აქტიურად არიან ჩართულნი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადმინისტრაციული ერთეულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.


ცნობიერების ამაღლების ერთკვირიანი საინფორმაციო კამპანია მომდევნო კვირას დასრულდება.