ანონსი - საკრებულოს N01-06/13 მორიგი სხდომა (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/13 მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 29 სექტემბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
საკრებულოს მორიგ სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს (EN)
2023 წლის 31 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/012 მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 16 ესწრებოდა.
საკრებულოს წევრებმა სხდომის დაწყების წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული მერისთვის თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“-სათვის გადაცემაზე. ამ გადაწყვეტილებით დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N10-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე განთავსებული 45,8 კვ. მეტრი (ს/კ 21.03.33.016.01.521) არასაცხოვრებელი ფართი დროებით (15 წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემა შპს ,,ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრს“. აღნიშნულ სივრცეში ციფრული წიგნიერების ცენტრისა და ქედის მედიათეკის გახსნის შემდგომ ჩატარებულია 50 ტრენინგი და გადამზადებულია 850-მდე მსმენელი. ციფრული წიგნიერების ცენტრი, რომელშიც მოწყობილია საკონფერენციო სივრცე ხელმისაწვდომია როგორც სამათავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
საკრებულომ ასევე განიხილა და ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიეცა თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოთ საკუთრების უფლებით შპს „ქედის კომუნალურსერვისი “-სათვის გადაცემაზე.
სხდომაზე მესამე საკითხად მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2023 წლის II კვარტლის შესრულების ანგარიში.
საკრებულოს მორიგ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ ბეთლემის წილის განკარგვის შესახებ იმსჯელეს (EN)
2023 წლის 28 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/10 მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“-ს (ს/ნ 446754245) 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის წესით განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
ანონსი - საკრებულოს N01-06/10 მორიგი სხდომა (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/10 მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 28 ივლისს 11:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
იხილეთ დღის წერიგი და საკითხები.