ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 28 ივნისს გაიმართა მორიგი №01-06/09 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულომს დღის წესრიგის შესაბამისად ორი საკითხი განიხილა.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ სხდომაზე განხილულ იქნა „„ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ განკარგულების პროექტი, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა სულიკო ჩხიკვაძემ განმარტა, რომ უახლოეს პერიოდში დამუშავებული იქნება პარკირების მარეგულირებელი ნორმების რამოდენიმე ვერსიიდან საბოლოო ვერსია, რომელიც უკეთ მორგებული იქნება ქედის მუნიციპალიტეტისათვის და უახლოეს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად და დასამტკიცებლად,

საკრებულომ ცნობად მიიღო შპს ქედის „კომუნალურსერვისი“-ს დირექტორის მალხაზ სურმანიძის მიერ წარმოდგენილი შპს ქედის „კომუნალურსერვისი“-ს 2019 წლის ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც ასევე გახლდათ ამ ორგანიზაციის 5 თვიანი სამუშაო ანგარიში.