ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 31 მაისს მორიგი №01-06/07 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა.

საკრებულომ სხდომაზე მიღებული გადაწყვეთილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება„ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2019 წლის 07 ივნისს დღის 18:00 საათამდე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში. ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 14 ივნისი.

სხდომაზე მეორე საკითხად განხილული იქნა „,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მარტის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. მიღებული გადაწყეტილებით განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომის მოწვევის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 21 ივნისი, ხოლო ნორმატიულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად 2019 წლის 28 ივნისი.

წარმომადგენლობით ორგანოში დღის წესრიგის შესაბამისად იმსჯელეს და ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით ერთხმად გადაწყვიტეს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის - ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზზე (ს/კ №21.03.35.040) გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცა მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული 11 ერთეული საცხოვრებელი ბინა, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად წინ ერთვოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №1276/02 მომართვა. მიღებული გადაწყვეტილებით და სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ მოხდება ზემოთ აღნიშნულ 11 ერთეულ საცხოვრებელ ბინების, შემდგომში იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრებაში რეგისტრაცია.

სხდომაზე მეხუთე საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით, ვადით, შპს „ქედის კომუნალურსერვისი“-სათვის გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, მიღებული გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერით შესყიდული ერთი ერთეული თვითმცლელი გადაცემული იქნა შპს „ქედის კომუნალურსერვისი“-თვის.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს სსიპ დაბა ქედის საჯარო სკოლისთვის - ვახტანგ პაპუნიძის სახელის მინიჭების თაობაზე სსიპ ქედის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინადადება, რომელიც ერთხმად იქნა გაზიარებული საკრებულოს მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

საკრებულოს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში, ასევე მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ზედამხედველობის სამსახურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის, მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ 2019 წლის პირველ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიში.