2019 წლის 25 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი №01-06/15 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 ივნისის №31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი. საკითხის მომხსნებელმა, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, სულიკო ბოლქვაძემ განმარტა, რომ სოფ. გობრონეთში გარე განათების მოწყობისათვის საჭირო თანხა სოფლის პროგრამის ნაცვლად დაიხარჯა მუნიციპალური ბიუჯეტიდან, გამომდინარე აქედან, გარე განათებისთვის პროგრამით გათვალისწინებული 4000 ლარი წარმოდგენილი ცვლილებებით დაემატება ამავე სოფელში სოფლის სახლის რემონტისთვის გათვალისწინებულ ღონისძიებას და განისაზღვრება 10 000 ლარით.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიშები.

სამივე საკითხი დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობისგან იქნა მხარდაჭერილი.